ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამის ამოქმედებიდან ორი თვე გავიდა. ამ პერიოდში სამედიცინო სერვისების მისაღებად საზღვარგარეთ 10 ბავშვი გაემგზავრა. მათი ნაწილი ამ დრომდე მკურნალობის კურსს თურქეთში, ანადოლუს სამედიცინო ცენტრში გადის. სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობას სტამბოლში ჯანდაცვის მინისტრი პირადად გაეცნო და ბენეფიციარებიც მოინახულა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის განმავლობაში მკურნალობა 300-მდე ონკოპაციენტ ბავშვს, ევროპის სამ წამყვან კლინიკაში დაუფინანსდება. სამედიცინო მომსახურება ქიმიო და სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას და საჭიროების შემთხვევაში პროტონოთერაპიას აერთიანებს.