ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება ორშაბათიდან იწყება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზით ბავშვები საქართველოს გარდა, კიდევ სამი ქვეყნის – თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში შეძლებენ სამედიცინო სერვისების მიღებას. წლის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე მოზარდის დაფინანსებაა განსაზღვრული.
თამარ ნადარეიშვილი გვიერთდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში – სად უნდა წარადგინონ მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტები იმისთვის, რომ პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ?