ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში

ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთში, „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები მოინახულა. ისინი მკურნალობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადიან. პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან საზღვარგარეთ უკვე ათი ბავშვი გაემგზავრა, ორმა შესაბამისი სერვისი უკვე მიიღო და ქვეყანაში დაბრუნდა.