სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის საკანონმდებლო პაკეტს კენჭს დღეს უყრიან
სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხს კენჭს დღეს უყრიან. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორი წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ შემთხვევებს გამოიძიებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი; გააკონტროლებს ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არჩევითი იქნება. მას საკონკურსო კომისია შეარჩევს, რომელიც პრემიერის ბრძანებით იქმნება. კომისიის წევრები იქნებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი.