მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადება

მიხეილ სააკაშვილი დილიდან ადვოკატებმა მოინახულეს. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ინტერესების დამცველებმა განაცხადეს, რომ ისაუბრეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკისრებული სანქციები გაუუქმდა.

მათი თქმით, მართლმსაჯულება ქვეყანაში პოლიტიზებულია. დღესვე სააკაშვილთან უკრაინის კონსულიც იმყოფებოდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დატოვე კომენტარი