სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები სააკაშვილთან

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე მიხეილ სააკაშვილი ჩვენებას აძლევს.

საქმე გორის ჰოსპიტალიდან მის ეტაპირების მცდელობას უკავშირდება. გამოკითხვას, ექს-პრეზიდენტის ადვოკატიც ესწრება. შოთა თუთბერიძე, სააკშვილის პალატაში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს. გამოკითხვის პარალელურად რუსთავის ციხეში მისი პირადი ექიმი მივიდა. ნოკოლოზ ყიფშიძის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი მისი განცხადების შესაბამისად ხვალ კვლავ შიმშილობას დაიწყებს, მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდება.