სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების შემდეგ ჩამოყალიბებული უწყება ერთწლიან საქმიანობას აჯამებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმ რეფორმებზე აკეთებს აქცენტს, რომლებიც სამართალდამცავის ან საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულის უფრო ეფექტური გამოძიებისთვის ბოლო თვეებში გატარდა. მათ შორისაა ის მექანიზმები, რომლებიც სავარაუდო მსხვერპლის უფლებების გასაზრდელად და მათი უსაფრთხოებისთვის დაინერგა. პროცესში მესამე სექტორიც იყო ჩართული.