სახელმწიფო ენის დეპარტამენტი აქტიურ მუშაობას იწყებს. მთავრობამ მისი დებულება დაამტკიცა. დეპარტამენტის მიზანი, სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა, პოპულარიზაცია, სალიტერატურო ენის ნორმების დადგენა, სახელმწიფო ენის განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობაა.
დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით, ნორმების დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებების, მედიის და სხვა დაწესებულებების მიმართ გაიცემა რეკომენდაციები.
ასევე, დიდი ყურადღება დაეთმობა აფხაზურ ენასაც.