სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ევროკავშირის მესამე რეკომენდაციაზე, – სასამართლო სისტემაში რეფორმის საკითხზე, – ამ წუთებში პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სასამართლო კორპუსის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები წარადგენენ საკუთარ მოსაზრებებს, თუ რა პრობლემებს ხედავენ სასამართლო სისტემაში და როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხები. რა განცხადებები გაკეთდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე და კონკრეტულად რა მიმართულებით იქნება მსჯელობა დღეს, – გიორგი კობერიძე დეტალებით.