დისკუსია ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციაზე

ოპოზიციის ნაწილის გარეშე დაიწყო ევროკომისიის მე-11 პუნქტზე მუშაობა.

სამუშაო მაგიდაზე ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო ის რეკომენდაცია დევს, რომელიც სასამართლოს კიდევ ერთ მიმართულებას ეხება. როგორ უნდა გამოიყენონ ქართველმა მოსამართლეებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საკუთარ პრაქტიკაში უფრო აქტიურად – ასეთია ამოცანა, რომლის გადაწყვეტის გზებს ხელისუფლება ოპონენტებთან, მოსამართლეებთან და უფლებადამცველებთან ერთად ეძებს. პროცესში მხოლოდ სამი ოპოზიციური პარტიაა ჩართული, შეხვედრაზე მივიდა სახალხო დამცველის მოადგილეც. ოპოზიცია იმ ხარვეზების აღმოფხვრას ითხოვს, რის გამოც სტრასბურგის გადაწყვეტილებებს ქართველი მოსამართლეები არა შინაარსობრივად, არამედ ძირითადად ფორმალურად ითვალისწინებენ. იდეები და ინიციატივები მალე კანონპროექტად უნდა იქცეს, რომელსაც შემოდგომაზე უყრიან კენჭს. სამუშაო ჯგუფში უკვე გაჩნდა სადავო თემები.