სამების ტაძარში მომხდარი შემთხვევის გამო შესაძლოა კანონმდებლობა გამკაცრდეს.
მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის შემდეგ მმართველი გუნდი ახალი რეგულაციების შემოღებას ფიქრობს. რელიგიური ნაგებობების და სიწმინდეების შეურაცხყოფა შესაძლოა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდეს. წვრილმანი ხულიგნობის მუხლით გამოძიება უკვე დაწყებულია. დილიდან ხმაური იყო ნატა ფერაძის სახლთან. სწორედ მან გაავრცელა სოციალური ქსელით ვიდეო, სადაც საღებავშესხმული ხატი ჩანს. საზოგადოების ნაწილში მღელვარება და პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული მატრონა მოსკოველის ხატის ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინია გამოსახული. საპატრიარქო სიწმინდისთვის საღებავის შესხმას ვანდალიზმად აფასებს. სიწმინდის დაზიანების ფორმა მიუღებელია ოპოზიციის ნაწილისთვისაც.