საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია მუზეუმის პირველი დირექტორის, გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 120 და მუზეუმის დაფუძნების 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილია უნიკალური ჩანაწერები, ჩანახატები, ფოტოები და მემორიალური ნივთები. საიუბილეო გამოფენისთვის ფონდებიდან ის ნივთები გამოიტანეს, რომელიც მუზეუმის ყველაზე ერთგულ დამთვალიერებელსაც კი შეიძლება არ ჰქონდეს ნანახი.
თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი.