გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს მართავს თბილისის მერია.
დედაქალაქის მასშტაბით დაგეგმილი პროექტი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდას ემსახურება.
პირველი შეხვედრა გლდანის რაიონში გაიმართა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს თბილისის მთავრობის და გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
პროექტი გერმანიის მთავრობის ,,ფრიდრიხ ებერტის” დაფინანსებით ხორციელდება.