მაისის სტატისტიკით, ექსპორტის მაჩვენებელი ისევ მზარდია.
განსაკუთრებული მოთხოვნაა ალკოჰოლურ სასმელებზე და მინერალურ წყლებზე. ექსპორტის საერთო მონაცემების მატების მიუხედავად, მკვეთრად არის შემცირებული ისეთი ტრადიციული პროდუქტების ექსპორტი, როგორიცაა ფეროშენადნობი მასალები, აზოტოვანი სასუქი და სპილენძის მადანი. სფეროს სპეციალისტები მდგომარეობას სერიოზულად მიიჩნევენ და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ექსპორტის ზრდის მიუხედავად, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ახალი ბაზრების ათვისება ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად რჩება.