22 მაისს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. 21 მარტს გამოცხადებული და ერთხელ გახანგრძლივებული რეჟიმი, ზუტად ერთ კვირაში მოიხსნება. გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ ეპიდემილოგიურ სურათს უკავშირდება, რომელიც ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია.
თუმცა, 22 მაისის შემდეგ, შეზღუდვების გარკვეული ნაწილი მაინც შენარჩუნდება. ჯერ უცნობია, იქნება თუ არა მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათი და ავტომობილით მგზავრობის წესი. შეზღუდვების ნაწილის ძალაში დატოვებას კი, საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, რის გამოც, მთავრობა პარლამენტს მიმართავს. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და მისი მიღება მომავალ კვირას იგეგმება.