საგანგებო მდგომარეობის დარღვევის ფაქტები

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევების 107 ახალი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში. კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდა 86 მოქალაქე. საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი, 16 მოქალაქე დააჯარიმეს.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, კიდევ ოთხი პირი დააჯარიმეს. შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო

იურიდიული პირის – 15 000 ლარით.