ექსპოზიციას საქართველოს პარლამენტის საგამოფენო სივრცე მასპინძლობს.
ეს პირველი მოძრავი ფოტოექსპოზიციია საქართველოში. ექსპოზიცია მოიცავს ხელოვნების მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის ოცდაცამეტი ექსპონატის ფოტოებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამუზეუმო კოლექციების ცნობადობის გაზრდას.
ფოტოგამოფენა „საგანძური“ შეიქმნა 2008 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.