საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია კანონის დარღვევით მოქმედი 6 ერთეული სათამაშო აპარატი.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაული 3-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.