სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების ანგარიში. პრეზენტაცია სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ გამართა. მან გასული 6 თვის სტატისტიკური მონაცემები წარადგინა და სამსახურის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის მოადგილე და დიპკორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.