შეიარაღებული თავდამსხმელი ამ წუთამდე იძებნება. ბოლო ადგილი, საიდანაც მისი კვალი იკარგება, სავარაუდოდ, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ტერიტორიაზე გადავიდა დამნაშავე მანქანიდან და მიიმალა. სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ზუგდიდში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორც მისი განცხადებიდან ხდება ცნობილი, თანხა, რომელიც ბოროტმოქმედმა წაიღო, „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა. გაუჩინარებამდე კი თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, რომელთა შორის ერთ-ერთი პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, ავტომობილით თითქმის ექვსი საათის განმავლობაში მოძრაობდა. უპასუხოდ რჩება კითხვა – დაადგინა თუ არა გამოძიებამ დამნაშავის ვინაობა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებიდან ირკვევა ისიც, რომ თავდმსხმელთან მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რაც შეთანხმებული იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრთანაც. თავდამსხმელს, სამძებრო სამუშაოების პარალელურად, უკვე დაკითხეს „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი 42 მოქალაქე. პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე რჩება მხოლოდ ერთი, 43-ე მძევალი, დავით ხვიბლიანი. ის ერთ ერთია იმ პირთა შორის, რომელიც თავდამსხმელმა ბანკიდან წაიყვანა.
რა ეტაპზეა საძიებო სამუშაოები, რა მონაცემებს ფლობენ სამართალდამცავები თავდამსხმელზე? – ბელა ზაქაიძე ზუგდიდიდან.