ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისია სამთვიანი მუშაობის შედეგად მიღებულ დასკვნის შინაარსზე ვერ თანხმდება.
დეპუტატებმა ორი დოკუმენტი მოამზადეს. უმცირესობა საკუთარი დასკვნის პროექტს ლობირებს, რომელიც უკვე განხილულია. დღეს კი საკუთარი პროექტის წარდგენას უმრავლესობის დეპუტატები გეგმავენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დამნაშავეებზე ხელის დაფარებას ცდილობს. საქმის პოლიტიზებაში ადანაშაულებს მმართველი გუნდის დეპუტაცია „ევროპულ საქართველოს“.