პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია იკრიბება.
დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატების მიერ მომზადებული დასკვნის რეკომენდაციებზე უნდა იმსჯელონ. როგორც ცნობილია, საკუთარი ალტერნატიული დასკვნის მომზადებას გეგმავს კომისიაში შემავალი უმრავლესობის ნაწილიც.