საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტს სტუმრობს.

უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრები რუმინელ კოლეგებთან, საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის წევრებთან გამართეს. ეკონომიკური მიმართულების და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან ერთად მთავარი თემა ევროინტეგრაცია და ის 12 რეკომენდაციაა, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანამ ევროკომისიისგან მიიღო.