პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პირველ რიგში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მშობლებს და ადვოკატებს მოუსმენს. საკანონმდებლო ორგანოში დასაბარებელ პირთა სია დამტკიცებულია.
იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც დეპუტატების მძიმე კითხვებზე მოუწევთ პასუხების გაცემა, იქნებიან მოქმედი და ყოფილი მაღლჩინოსნებიც. მათ შორის გადამდგარი მთავარი პროკურორი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები და რეზონანსული მკვლელობის საქმის თითქმის ყველა გამომძიებელი.
მოსმენები მომდევნო კვირიდან იწყება. ხორავას ქუჩის საქმის დამოუკიდებელ გამოძიებაში აღარ იქნებიან ჩართულები ,,საქართველოს პატრიოტები”– ადა მარშანიამ დღეს კომისია დატოვა.