ემზარ კვიციანმა „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

ემზარ კვიციანის გადაწყვეტილებას, „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების შესახებ, მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელები ეხმაურებიან. ადა მარშანია აცხადებს, რომ ინტერესები ისევ საერთო აქვთ, თუმცა კვიციანი ბრძოლის განსხვავებულ მეთოდს ირჩევს.

შეგახსენებთ, რომ პარტიიდან წასვლის შესახებ ემზარ კვიციანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ოთხი თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა, დავიხარჯო! არ მინდა, ჩემი სარისკო ქმედებით, ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და ფრაქციიდანაც! უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად!“ – წერს დეპუტატი და სხვა განმარტებებს არ აკეთებს.