ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა.
დოკუმენტში წერია, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობდა, რის გამოც მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
კომისია შინაგან საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და ყოფილი მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს.