საგამოძიებო კომისიის დასკვნა ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება

ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა.

დოკუმენტში წერია, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობდა, რის გამოც მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

კომისია შინაგან საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და ყოფილი მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს.