„საფრანგეთი ყოველთვის მიესალმება და გააგრძელებს უცხოელების, განსაკუთრებით თავშესაფრის მაძიებლებისა და სტუდენტების მიღებას“. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
ახალი საიმიგრაციო კანონის მიღებისა და ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის შემდეგ, ეს მისი პირველი საჯარო გამოჩენა იყო. „კანონი კომპრომისის შედეგი იყო“, – თქვა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ შეუცვლელი არავინაა. მაკრონის თქმით, მათი მიზანია, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და წახალისება უკეთესი ინტეგრაციისთვის ენისა და დასაქმების კუთხით. მისივე თქმით, ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან არ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი.