ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები  

გამაფრთხილებელი გზავნილი პარიზიდან.

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საფრანგეთში მკვეთრად არის გაზრდილი, რის გამოც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.

თბილისში მყოფი კარისტოფ კასტნერი არ გამორიცხავს, რომ სტატისტიკის ზრდამ, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას შესაძლოა პრობლემები შეუქმნას. ე.წ. შეჩერების მექანიზმის თავიდან ასაცილებლად და თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შესაჩერებლად, ორი ქვეყნის აეროპორტებში კონკრეტული ღონისძიებების გატარება გადაწყდა. ანალოგიური პრობლემა ერთი წლის წინ, გერმანიაშიც შეიქმნა, რის გამოც შესაბამისი უწყებები საქართველოს ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებდნენ.

საფრანგეთის მთავრობის წევრის დღევანდელი გზავნილების შემდეგ, ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვს, პირველ რიგში მიგრაციის მიზეზები გაარკვიოს.

დატოვე კომენტარი