გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა პრობლემები

გერმანიის აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს 11 მოქალაქე სასტუმროში გადაიყვანეს. ისინი საკონსულოს წარმომადგენლებმა დააბინავეს და ღამე სასტუმროში გაათენეს. ამასთან, მოგვარდა ბილეთების პრობლემა და ისინი დღეს გამოფრინდებიან კელნის აეროპორტიდან. საქართველოში კი, 26 ივნისს, გამთენიისას ჩამოფრინდებიან. საქართველოს 11 მოქალაქე გერმანიის აეროპორტში გუშინ ჩარჩა. მათ PCR ტესტის პასუხების აღება ვერ მოასწრეს, რის გამოც, ბორტზე არ დაუშვეს. ისინი გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამით იმყოფებოდნენ, თუმცა, დამსაქმებლის მხრიდან კონტრაქტის დარღვევისა და სათანადო ანაზღაურების გადაუხდელობის გამო, გადაწყვიტეს, რომ საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნდნენ.

მოამბე