საფრანგეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს  

მძიმე რეაქციები გამოიწვია საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომელიც საქართველოდან დროებით წასულ მოქალაქეებზეც აისახება. მომავალი წლიდან ქვეყანაში საიმიგრაციო წესები მკაცრდება. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთში ლეგალურად ჩასულ მიგრანტებზე კვოტები დაწესდება. რეგულაციების ქვეშ მოექცევა ჯანდაცვის სფეროც. 2020 წლიდან ჩასული თავშესაფრის მაძიებლები უფასო ჯანდაცვის სერვისით მხოლოდ გადაუდებელი შემთვევების დროს ისარგებლებენ.

დაანონსებულმა ცვლილებებმა მესამე სექტორში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები სავალალო შედეგებს პროგნოზირებენ. საიმიგრაციო ცვლილებებით უკმაყოფილოები არიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც.