საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიში განიხილა.

გენერალური აუდიტორის, ერეკლე მექვაბიშვილის განმარტებით, 2019 წელს აუდიტის სამსახურმა 16 ფინანსური და 37 შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 68 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან, არაეკონომიკურ და არამიზნობრივ გამოყენებას ეხება და 3 მიმართულებად იყოფა. აუდიტის სამსახურმა გასულ წელს პროკურატურაში 34 საქმე გადააგზავნა. შესაძლო დანაშაულის 70% მუნიციპალიტეტებს უკავშირდება.