2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე შედგება. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს. დღევანდელ განხილვას საპარლამენტო ოპოზიციაც დაესწრება. როგორც უმცირესობა აცხადებს, ბიუჯეტს მხარს არ უჭერენ და მათთვის ბუნდოვანია,  რატომ არ აისახა პროექტში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გაწეული ხარჯები. კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი წერია, რომ ეს ნაწილი  დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში იქნება წარმოდგენილი. საკომიტეტო განხილვის შემდეგ პროექტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მთავრობას დაუბრუნდება.

2021 წლის ბიუჯეტის განხილვას კი მეათე მოწვევის პარლამენტი გააგრძელებს.