საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ანგარიში

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა.

დოკუმენტი კომიტეტის წევრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ წარუდგინა. ყურადღება გამახვილდა პირველი არხის ტექნიკური გადაიარაღების მასშტაბზე, მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ტენდენციაზე, წარმატებულ პროექტებზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დაფარვის არეალის გაფართოვებაზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, გასულ წელს პირველი არხის ტექნიკური გადაიარაღების მასშტაბი უპრეცედენტოა. მისი თქმით, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის ახალი შენობის აშენებას არხის მენეჯმენტი ძველი შენობის გაყიდვით მიღებული თანხით გეგმავს. ირინა ფუტკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად სამი აუქციონი ჩატარდა და ამ დროისთვის მისი ღირებულება 99 მილიონი ლარია.