საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებისთვის

დაიწევს თუ არა საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი – თემა, რომელიც ათი ათასობით პენსიონერს აწუხებს, დღეს პარლამენტში განიხილეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ალეკო ელისაშვილის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები მივიდნენ. სწორედ „ლიბერთი ბანკი“ ემსახურება პენსიონრებს, რომლებსაც სესხის, ანუ პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში თვეში 30%-ზე მეტი საპროცენტო განაკვეთის გადახდა უწევთ. მაღალ განაკვეთს ფინანსთა სამინისტროსა და საპარლამენტო უმრავლესობაშიც აღიარებენ, თუმცა საპენსიო სესხების გამცემი ბანკი პრეტენზიებს არ იზიარებს. პარლამენტი მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, რომ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებაზე აქტიური მსჯელობა დაიწყოს.