იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

12:13, 30.03.2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის ან გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ გამოცხადდება, შეიძლება, მოსამართლის მიერ დაიკითხოს. საკანონმდებლო ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის.

მსგავსი