პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხელ სარჯველაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ის ძირითადი მიმართულებაა დავების ალტერნატიული მოწესრიგების მექანიზმებში.