ფინანსთა მინისტრი პარლამენტში

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, ფინანსთა მინისტრს უსმენენ.

ივანე მაჭავარიანი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მანამდე კი, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ძირითადი აქცენტი მინისტრმა საბანკო რეგულაციებზე, საპენსიო რეფორმასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გააკეთა.

მინისტრი „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის საფუძველზე მივიდა კომიტეტზე.

მარიამ ბერძენიშვილი მუშაობს თემაზე.