საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა - დისკუსია სამუშაო შეხვედრის ფორმატში 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. საკითხზე სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არაპირდაპირი დაბეგვრის, აუდიტის და აღრიცხვის სფეროში  საპარლამენტო კონტროლისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მდგომარეობა და მისი იმპლემენტაციის გზები განიხილეს.

დაიგეგმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ მიმართულებებით იმუშავებს.