საფეხბურთო სტადიონი ხობში

ხობში ახალი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. სტადიონზე დაიგო უმაღლესი ხარისხის ხელოვნური საფარი, მოეწყო სტადიონის განათება, ტრიბუნები და ელექტროტაბლო. აშენდა ფეხბურთელთა გასახდელი და საშხაპე სივრცე. სტადიონი ყველა ასაკობრივი ჯგუფის ფეხბურთელებისთვის არის გათვალისწინებული და 500 მაყურებელზეა გათვლილი.

ხელოვნურსაფარიანი სტადიონი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდა. სტადიონი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.