თელავის სტადიონის პრობლემა

თელავის საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნები ავარიულია.

ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ მატჩებზე დასასწრებად მაყურებლის უმეტესობას ფეხზე უწევს დგომა. მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, მათ შორის სათამაშო მოედანიც, რომელიც ხელოვნური საფარის გამო, ხშირად ფეხბურთელების ტრავმების მიზეზი ხდება.

იგეგმება თუ არა თელავში საფეხბურთო სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და რა მოლოდინი აქვს გუნდის ხელმძღვანელობას – ნახეთ ჟანა დიდებაშვილის სიუჟეტი კახეთიდან.