პრემიერი ბათუმში

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა დღეს ბათუმის ახალაშენებული საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს. სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფა-ს მეოთხე კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი უახლესი მოდელის განათების, გახმოვანებისა და სხვა სისტემებით აღიჭურვა.

სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა კომპანიამ დააგო. უკვე ცნობილია, რომ 2023 წელს სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. სტადიონის ასაშენებლად აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 140 მილიონი ლარი გამოიყო.