ბათუმის სტადიონის გახსნა

 მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. 20 000 მაყურებელზე და უეფა-ს სტანდარტებზე გათვლილი თანამედროვე არენა ქალაქის ცენტრშია განთავსებული. სამშენებლო სამუშაოები სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 141 მილიონი ლარი დაიხარჯა. ზღვისპირა ქალაქში აჭარის მთავარი არენა 14 წლის წინ დაანგრიეს. მას შემდეგ იყო მოედნის არაერთი პროექტი და რამდენიმე ტენდერი.