სპორტული კომპლექსი ბათუმში

ბათუმში ახალი ობიექტების პრეზენტაციისთვის ემზადებიან. ზღვისპირა ქალაქში ახალი საფეხბურთო სტადიონისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. უეფა-ს სტანდარტებზე და 20 000 გულშემატკივარზე გათვლილი არენა საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლებს.

ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ყოფილი მანქანათმშენებლობის ქარხნის ტერიტორიაზე მოწყობილი თანამედროვე და გამორჩეული დიზაინის მქონე სტადიონი, სავარაუდოდ, სექტემბერში უნდა გაიხსნას. ქალაქს სტადიონი 14 წლის განმავლობაში არ ჰქონდა. ამ დროის განმავლობაში ახალი საფეხბურთო არენის ასაშენებლად, არაერთი უშედეგო ტენდერი ჩატარდა.