ფოთს თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი ექნება

ფოთს თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი ექნება. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილზე დაათვალიერა.

სტადიონი წლებია ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც ადგილობრივ ფეხბურთელებს წვრთნების გავლა და თამაშების ჩატარება  სხვა მუნიციპალიტეტში უწევდათ.

პირველი ეტაპის სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება და ზაფხულიდან სტადიონი დაიწყებს ფუნქციონირებას.