საერთაშორისო კონფერენცია

“განათლების ელჩები, ქვეყნებს შორის შუამავლები”, – გოეთეს ინსტიტუტში ორდღიანი კონფერენცია იმართება.

ღონისძიებას ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან განათლების ექსპერტები ესწრებიან, რომლებიც კონფლიქტების პრევენციის კუთხით განათლების მნიშვნელობაზე მსჯელობენ. პროგრამაში სულ 9 უნივერსიტეტი იქნება ჩართული. მოიცავს რამდენიმე მთავარ მიმართულებას, მათ შორისაა კონფლიქტის მენეჯმენტი, ტრანსკულტურული და ინტერკულტურული კომუნიკაცია და განათლების მდგრადი განვითარება.