დისკუსია „ნამახვანჰესის“ საკითხზე

„ნამახვანჰესი – სიკეთე და ზიანი“ – მწერალთა სახლში დისკუსია გაიმართა.

შეხვედრა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა და მას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად, დარგის სპეციალისტები და მეცნიერები ესწრებოდნენ. შეკრებილებს დისკუსიის დროს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გარემოს დაცვის ექსპერტებმა და მკვლევარებმა გაუზიარეს. ღონისძიების მთავარ მიზანს ჰესის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.