პერფორმანსი „დრო მიფრინავს“

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში ტულა ლიმნაიოსის პერფორმანსის – „დრო მიფრინავს“ ლაივსტრიმ ჩვენება და ლექცია გაიმართა. პერფორმანსში ტულა ლიმნაიოსი რჩება დროის ნაკვალევზე. მასში ღრმად არის გამოხატული ადამიანის ბედნიერებისკენ სწრაფვის სურვილი. პერფორმანსში „დრო მიფრინავს“ შვიდი მოცეკვავე განუწყვეტლივ მოძრაობს ჯგუფურად, როგორც საერთო ნაკადი.