ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილი – საქართველოს გამოწვევები. „მწვანეთა მოძრაობის“ ინიციატივით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი და განხილული იქნა სამოქალაქო საზოგადოების ხედვა დოკუმენტზე, რომელიც „მწვანეთა მოძრაობამ“ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან თანამშრომლობით შეიმუშავა. განცხადება გაეგზავნა პრემიერ მინისტრსა და შესაბამის სამინისტროებს. კონფერენციაში მონაწილეობა უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა, ასევე სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებმა მიიღეს.