საცობების პრობლემა თბილისში და ახალი ინიციატივა

პრობლემა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას უკვე წლებია განსაკუთრებით აწუხებს პიკის საათებში, მაშინ, როდესაც საცობების რაოდენობა განსაკუთრებით იმატებს.

დედაქალაქის მერია გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. რეგულაცია შეეხება დიდი გაბარიტების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის სადისტრიბუციო და სატვირთო ავტომობილებს. ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის პიკის საათებში მოძრაობა აკრძალული იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ რეგულაციამ ბიზნესი არ დააზიანოს, მერია ახლა კონსულტაციებს კერძო სექტორთან აწარმოებს.